„ამ საღამოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინამ  ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყოს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, უკრაინა მიზნისკენ კარგი ტემპებით მიდის.

„უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინული თავისუფლება. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ღირებულებებს და მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მიზნებს. ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ უკვე როგორც ევროპული საზოგადოების მონაწილეები. ვმუშაობთ, რომ ეს იურიდიულად დავაფიქსიროთ. რაზე ვისაუბრეთ დღეს – ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. პარტნიორებისთვის გასაგებია,  რომ მიმდინარე წელს,  ისევე, როგორც გასულ წელს, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო თავდაცვითი მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სასანქციო ზეწოლის“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები