დიმიტრი ხუნდაძე აზნორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ძალიან ვწუხვარ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. ადამიანი, რომელიც კლინიკაში ყოფნის დროს გულშემატკივრობდა,“ – დიმიტრი ხუნდაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ერთ კლინიკაში, ერთ სართულზე, გვერდი-გვერდ პალატაში გავდიოდით მკურნალობას. მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ვირუსს აუცილებლად დავამარცხებდით. მიუხედავად მედპერსონალის დაუზოგავი შრომისა , მისი მდგომარეობა დამძიმდა და დღეს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. COVID 19 ყოველდღე გვახსენებს, როგორ შეუძლია ჩამოგვაშოროს ადამიანებს. მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული ხალხური სიმღერა. 2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას, ეს არა მხოლოდ ოჯახის არამედ ქვეყნისთვისა დიდი დანაკლისია…“ – წერს ხუნადაძე.

მსგავსი თემები