,,აზოვის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობაა…წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს”- ადვოკატი

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე,  მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა“.

აღნიშნულის უფლება  სააკაშვილს  მოსამართლე გიორგი არევაძემ  არ მისცა.

„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

აღნიშნულის უფლება  სააკაშვილს  მოსამართლე გიორგი არევაძემ  არ მისცა.

„სურვილის შემთხევევაში წამოდგეს, გახდის შემთხვევაში თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“,- განაცხადა მოსამართლემ.

მსგავსი თემები