მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მას მოსამართლემ არ მისცა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინულ ენაზე ისაუბრებდა.

„ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, – განუცხადა არევაძემ სააკაშვილს.

აღნიშნულს სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროტესტი გამოთქვა  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, რომელიც დაარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ცოტა ხანში, თარჯიმნის მეშვეობით ჩაერთვება. დარბაზში იმყოფებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც გადათარგმნიან სააკაშვილის განცხადებას.

 

მსგავსი თემები