თქვენი სამი საუნჯე არის – ბიძინა, სკამი, ფული – მანჯგალაძე ,,ოცნების” წევრებს

თქვენი სამი საუნჯე არის – ბიძინა, სკამი, ფული, – ასე მიმართა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ,,ქართული ოცნების” წევრებს.

,,რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევროპაზე ლაპარაკი, თქვენგან სუვერენიტეტზე ლაპარაკი იგივეა, როგორც ჩრდილოეთ კორეა არის სახალხო დემოკრატიული. არაფერი სახალხო და დემოკრატიული ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, არანაირი ევროპული, არანაირი სუვერენიტეტის დამცველები თქვენ არ ხართ, თქვენ გადარდებთ ძალაუფლება. სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში. თქვენ ნახავთ, ეს აქციები გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ მოგიწევთ სასჯელი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები