არსად გვეჩქარება, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი ვიმუშაოთ – მდინარაძე რუსულ კანონზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, არსად ეჩქარებათ რუსული კანონის მიღება. პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა დღესვე ეყრებოდა თუ არა კენჭი მეორე მოსმენით რუსულ კანონს. მდინარაძე ამბობს, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოესწრება.

,,არსად გვეჩქარება, ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს ალბათ არ მოესწრება. დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქცევით გუშინ როგორც იქცეოდით, ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა. გასაყრელები გაყარეს გუშინ, თუ მაგაზე გინდოდათ რაღაც დისკუსიაში შემოსვლა.

პროცედურაზე თუ გაინტერესებთ, არსად არ გვეჩქარება, არც გუშინ გვეჩქარებოდა მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად, კიდევ ერთხელ დაველოდებით, ერთი ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად”, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი თემები