სოფელ დიღომში ავტო ხელოსანი მოკლეს, მისი დამხმარე კი დაჭრილია

სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ დიღომში. მოკლულია ავტო ხელოსანი, მისი დამხმარე კი ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული. კრიმინალური დაპირისპირების დეტალებზე ვერავინ საუბრობს, მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი ავტო სახელოსნოს თანამშრომელია, რომელსაც სამართლდამცველები კითხავენ.

კრიმინალური შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა, თუმცა ადგილობრივებმა მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი დამნაშავე გაქცეული დახვდათ. უცნობია იდენტფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, მეორე დღეა ადგილე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები