,,ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

“ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი: ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია.”

მსგავსი თემები