„პროკურატურას შეუძლია, მალია დღესვე გაანთავისუფლოს“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის ნიკანორ მელიას შეხვდა. როგორც ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, პროკურატურას მელიას გათავისუფლება დღესვე შეუძლია.

„ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ნიკანორ მელიას გათავისუფლება. პროკურატურა შეუძლია მელია დღესვე გაათავისუფლოს გირაოს გარეშეც. ციხიდან იმ მიზნით არ გამოვსულვარ, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე“ – განუცხადა სახალხო დამცველმა მედიას და აღნიშნა, რომე მელია გირაოს ნაწილში იგივე პოზიციაზე რჩება.

„მას პოზიცია არ შეუცვლია გირაოსთან დაკავშირებით და თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი” – განმარტა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

მსგავსი თემები