იტალიაში კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი ქალაქ ლოდისთან ახლოს მოხდა. კატასტროფის გამო მილანი-ბოლონიას მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი თემები