„დოკუმენტში არის „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების მექანიზმები, არ გადადოს, დღესვე გაათავისუფლოს“ – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარეების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„დღეს, პარლამენტში მოსვლით დავადასტურე ჩემი პატივისცემა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება პირადად პრეზიდენტ მიშელის მოწვევით.  ამიტომ, ჩვენი მასპინძელი ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში გახლავთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა საქართველოს პარლამენტი.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება. სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა. მოვუწოდებ მას, აღარ გადადოს და დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს. ასევე, ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წინააღმდეგი იქნება გირაოს გადახდის“ – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა პარლამენტში დასრულებულია.

მსგავსი თემები