„შევქმენით საფუძველი, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი  იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ღარიბაშილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პასუხი გაცემულია კითხვაზე, ახლა კი ჯერი ოპოზიციაზეა.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. დღეს კი, დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები