მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ  საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა. 

“მე, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის (ადგილობრივი არჩევნები) წინ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვაში.

მსგავსი თემები