“გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია… რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი გუშინ, პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენ სპეცოპერაციას უწოდებს. 

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელმოწერით პოლიტიკა დაასრულეს. 

“გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის პოზიცია გაახმოვანა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” რეგიონული მდივანმა, ლაშა დამენიამ.

“ევროპული საქართველო კვლავაც თანმიმდევრული და პრინციპული რჩება თავის მოთხოვნებში, რაც არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პრინციპულად არ ვეთანხმებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე,“ – ამბობს ლაშა დამენია. 

მსგავსი თემები