“შეთანხმება მართლაც კარგი სიახლეა, ის საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა გახდეს” – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ფეისბუკში” წერს, რომ საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება კარგი სიახლეა, როგორც ქართველებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. 

“საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში, ვისაც საქართველოს წარმატების ხილვა გვსურს.

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩის ძალისხმევას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს,”- წერს ჯეიმს აპატურაი. 

მსგავსი თემები