ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი დამცავი კედლის მოწყობის შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება აღდგა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მოწყობილია დროებითი დამცავი კედელი, ხოლო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება.

„მოირეცხა გზა და აღდგენილია მოძრაობა. დროებითი კედლის მოწყობა დასრულებულია. გამგრებითი სამუშაოები კი მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადეს მერიაში.

უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება მერიამ გუშინ შეზღუდა.

მიზეზი მეწყრული ზონის გამოვლენა გახდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

მსგავსი თემები