“ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ, თუმცა უცნობია თარიღი.

ბაიდენის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში​ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის 200  მილიონ დოზას გამოიყენებენ.

თეთრის სახლის ლიდერი ჟურნალისტების კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ბაიდენი ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას, პანდემიას, მიგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო.

ბაიდენმა პრესკონფერენციაზე 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.

მსგავსი თემები