“ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს, შევამზადოთ ადამიანები რევოლუციური განწყობისთვის” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ხალხში რევოლუციური განწყობის შექმნაა, თუმცა როგორც ის აცხადებს, ის არ გულისხმობს ძალადობრივ რევოლუციას.

“უნდა დავარწმუნოთ ადამიანები რომ გარეთ გამოვიდნენ, გამოვიდეს იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე დღეს.

ეს იყო თვითორგანიზებული აქცია. მე, ზურა და ელენე არ ჩავერიეთ ორგანiზებაში, რადგან ვთქვით რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსების აქცია, მაგრამ მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია რომ ამ ხალხს ბევრი ველაპარაკო.

ჩვენ, ოპოზიციას, მუმდივად გვაქვს კოორდინაცია, მაგრამ მე ვთვლი რომ ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ, მშვიდობიანად რაა, მე არ ვამბობ რომ ნაჯახებით და ფიწლებით, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შევამზადოთ ადამიანები რევოლუციური განწყობისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები