“ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც” – ამირან გამყრელიძე

“ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ მე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით უფრო მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გავრცელების კონტექსტში მიზეზებსა და შეცდომებზე ისაუბრა.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის მსგავსი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია, რომ ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ – “ძალიან მაგრები, ყველაზე მაგრები ვართ!”

როგორც გამყრელიძე ამბობს, ბათუმს თავის დროზე ვერ მოუარეს.

მსგავსი თემები