ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა. დე ფაქტო უწყების ცნობით, გუშინ ჩატარებული 140 ტესტიდან ვირუსი 15 პირს დაუდასტურდა.

ოკუპირებულ რეგიონში საერთო ჯამში ინფიცირების 262 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 15 ინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები