„ოცნებამ“ თავისი წევრების დიდ ნაწილს სატყუარა გადაუგდო” – დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“  ოქრიაშვილების „პატრონობით“ კი როგორც ჩანს დაიღალა“ – ამის სესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე და თვლის, რომ მმართველი გუნდი სიის გამოცხადებას შეგნებულად აჭიანურებს.

„ქართული ოცნების” მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს პროპორციული სიის გამოცხადება, ხალხი ოპოზიციაში რომ არ გაექცეთ. ანუ, სახეზეა სატყუარას გათამაშება – არც სიაში ჩაწერენ და  სხვაგანც ვეღარ მოხვდებიან. თუმცა არც ის არის გამორიცხული,  სიის მიღმა დარჩენილების ნაწილს  მაღალი  თანამდებობები შესთავაზონ, თუმცა  ღიად ბევრი მაინც ვერ დაუპირისპირდება „ოცნებას”.  მაგრამ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ, იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების დაცვას როცა ამჯობინებ საკუთარი ინტერესებს, შენი საქმე პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი ოქრიაშვილისნაირი პოლიტიკოსების „პატრონობით“ დაიღალა.

„ ოქრიაშვილის მსგავსი მაგალითებიც არსებობს. წავიდა,  პარტია შემქნა და მერე ისევ  „ნაცმოძრაობას” ჩაბარდა. სავარაუდოდ  „ოცნება”,  დაიღალა მათი პატრონობით, ან თავად აღარ მოსწონთ იმათი პატრონობა და ახლა სხვა მიმართულებით მიდიან. მასეთი  ადამიანები ყოველთვის „პატრონს“ ეძებენ და იმიტომ, მოკლედ, არჩევნების მერე უფრო გამოჩნდება ყველაფერი, ჩვენთან კი  ყველა იმ ადამიანისთვის ღიაა კარი, ვინც ხალხის ინტერესებს დაიცავს.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები