გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის მამის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4 წლიანი პატიმრობა არაფერია იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. როზა ბოგვერაძე სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შესაძლოა, პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ ყოფილა შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

როზა ბოგვერაძე აღნიშნავს, რომ გუშინ, ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს და მან პოლიციელებს ჩვენება მისცა.

სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

მსგავსი თემები