„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება“ – ფრანგი დიპლომატი ვიზალიბერალიზაციის პრობლემებზე

„თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი დონე შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, შეჩერების მექანიზმი აამუშაოს, მაგრამ, პოლიტიკურად, ამისი გაკეთება არ გვსურს. არ გვინდა, მათ გამო, ვინ ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან“ – ასეთია ფრანგი დიპლომატის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მიმართ.

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უხეშ დარღვევებზე ალაპარაკდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად გაიზარდა, რაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების წინაპირობაა, თუმცა, ქვეყნები ამისგან თავს იკავებენ.

„საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა ძალინ მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშეა. საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ დაახლოებით 2000 ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 %-ს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ… რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვის დიდი იყოს რეალურად არაა. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება და 2017 წელს მან 6000 -ს მიაღწია. დეკემბერში კი მხოლოდ ერთ თვეში 1000 იყო. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვინდა თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იტანჯება. მაგალით სირიიდან, ავღანეთიდან და საქართველოდანაც თუ მართლა იდევნება, მაგრამ საქართველოდან უფრო არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონიმიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან იგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან 6 ქვეყნის ელჩი შეიკრიბება და გამოსავალზე იმსჯელებს.

„თეორიულად, არსებობს შესაძლებლობა, შეჩერების მექანიზმის გამოყენების. თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი დონე შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, შეჩერების მექანიზმი აამუშაოს, მაგრამ, პოლიტიკურად, ამისი გაკეთება არ გვსურს. არ გვინდა, მათ გამო, ვინ ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან. ვფიქრობ, რრაც ქსელი ხელმძღვანელობს მათ. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები,”-ამბობს ელჩი.

დიპლომატის განცხადებით, საფრანგეთს საქართველოთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და განვითარება სურს: „ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა. რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნულს საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად სხვადახვა ზომის მიღებით შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ, არ გვინდა, რომ ამით ისინი დავსაჯოთ”,- აღნიშნა პასკალ მენიემ.

მსგავსი თემები