„როცა ვინმე კაციჭამია მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს ესაა პოლიტიკური კორუფცია“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ე.წ პოლიტპატიმრების თემას ეხმაურება და თვლის, რომ თუნდაც ევროპელი კონგრესმენები, ვინც საქართველოში ე.წ პოლიტპატიმრებს ლობირებენ კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან. ხაინდრავა გვარებს ასახელებს და მიაჩნია, რომ ჩამოთვლილი დაკავებული პოლიტიკოსებიდან პოლიტპატიმარი არცერთი არაა.

„პოლიტპატიმრებს ქმნიან ტოტალიტალური რეჟიმები, ასე რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

რურუა არის კაციჭამია, სისხლში აქვს ხელები გასვრილი. იგივე უგულავა, ის ხალხს არ ესროდა, მაგრამ ყველაფრის თანამონაწილე იყო და იყო ასევე წამყვანი რგოლი იმ უწყების რასაც ეს დამნაშავეობრივი ორგანიზაცია ერქვა. მე ვარ მოწმე და ეს ყველაფერი ვიცი.მზად ვარ სასამართლოს ჩვენებაც კი მივცე. მე ყველაზე კარგად ვიცი როგორი პოლიტპატიმარია ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა. როცა ვინმე კაციჭამია მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს ესაა პოლიტიკური კორუფცია, თუნდაც ის ევროპელი კონგრესმენი იყოს“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.

“მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები