კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ კორონავირუსის წინააღმდეგ მომზადებას, გაეთიშებიან პროცესში მონაწილეობას 

„ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად,როცა შესაძლოა ჩვენ და ჩვენ ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უფროსმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.

უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.

კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია.გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიც ირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.

ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას,გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას.

რეგიონებში  შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს.

მსგავსი თემები