,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნულია საპარლამენტო საქმიანობიდან”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში ევროკომისიის 12 პუნქტზე  მუშაობის ჩარჩო იყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია ერთად იმუშავებდა.

„სწორედ ეს ფორმატი გახსნა პარლამენტმა. სამწუხაროდ, არის სამი პარტია ოპოზიციაში, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი მონაწილეობს ამ 12 პუნქტზე. ამიტომ, მრავალპარტიული ფორმატია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, რაც სამწუხაროა. როდესაც სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, საქმით ადასტურებენ ანტიდასავლურობას – თავისი ქცევით, თავისი პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით. ამას საზოგადეობა ხედავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები