საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გერმანიის ქართულმა სათვისტომომ წარმატებული სტუდენტი მანანა გულუა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
გერმანიის ქართულმა სათვისტომომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა ლადო ჭანტურიამ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია ხუბუამ. ასევე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტები გერმანიაში. წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და პრიზი 500 ევროს ოდენობით ორ წარმატებულ ახალგაზრდას, ბამბერგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს მანანა გულუას და აახენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენს, თამთა კობახიძეს გადასცეს.
ღონისძიებაში მონაწილოება NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RS) მონაწილე მე-2 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის წევრებმაც მიიღეს. ასევე, გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლერი დათაშვილი, საქართველოს საპატიო კონსული მიუნხენში, პროფესორი კლაუს ჰიპი, საქართველოს დესპანი გერმანიაში ლევან დიასამიძე, საქართველოს კონსული ბავარიასა და ბადენ-ვურტემბერგში, ზაზა მეგრელიშვილი და მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე.