16-18 ივნისისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სულ მობილიზებას აცხადებს და მზადყოფნაშია. აღნიშნულის მიზეზი ღვარცოფების მაღალი რისკი და ამინდის მოსალოდნელი გაუარესების დიდი საფრთხეა.
ამ დროისთვის მაშველებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოუწიათ სამაშველო ოპერაციოების ჩატარება. სოფელ ნასაკირალში ნაძვზს მეხს დაეცა და ცეცხლი გაჩნდა; ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა; მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა; ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა; დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია; ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი; გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი;
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესები“ – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
სააგენტოს პროგნოზით, 17-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.