„პატრიოტები“ ხელისფლებას პროპორციულ სისტემაზე დაბრუნების ვარიანტს სთავაზობენ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ის ვარიანტი გააჟღერა,  რომლითაც შესაძლებელია, პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემას ისევ მიუბრუნდეს. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ მმართველი გუნდის სურვილი იქნება, წლის ბოლომდე გვექნება პროპორციული სისტემა.

„როდესაც კანონპროექტს აგდებენ, კანონპროექტის შემობრუნება შესაძლებელია, თუ კი კანონპროექტში შედის ცვლილება. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და შეგვაქვს ამ კანონპროექტში ცვლილება, რაც იმას გულისხმობს, რომ 0,67%-იანი ბარიერის ნაცვლად, ვთავაზობთ 0,7 %-იან ბარიერს. ეს არის ბარიერი მცირედი ცვლილებით, მაგრამ, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ინიცირება მოვახდინოთ ამ კანონპროექტისა“ – ეს განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა რომ მოესწროს, ის, საკანონმდებლო ორგანოში დღესვე დარეგისტრირდება.

https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0-5/

მსგავსი თემები