„საპროტესტო აქციების ფონზე, შესაძლოა, „ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალოს, 20 ივნისი მონაგონი იქნება“ – გიორგი ლომია

„დღესვე, პარლამენტში დარეგისტრირდება საკონსტიტუციო პროექტის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი.  თუ “ქართული ოცნება” კიდევ არ გადაუხვევს თავის დანაპირებს, რაშიც ეჭვი მეპარება, ერთი რიგგარეშე სხდომა შეიძლება დასჭირდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემა გვექნება“ – ეს განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც  გიორგი ლომიამ აღნიშნა, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ქუჩაში დაწყებული პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

„ამ კანონპროექტის განხილვა მოესწრება საგაზაფხულო სესიამდე. შესაძლებელია დაჩქარებული წესითაც მოხდეს მისი განხილვა. შეიძლება,  ერთი რიგგარეშე სხდომა დასჭირდეს. მოლოდინი მინდა მქონდეს, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება, მინდა რომ მჯეროდეს. რაც ხდება ქუჩაში, უნდა იყოს მანიშნებელი ოცნებისთვის რომ ხვალ, ზეგ კიდევ გამწვავდება. 20 ივნისი შეიძლება მონაგონი იყოს რაც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს. არ არის გამორიცხული, საერთოდ ვერ გააკონტროლდეს ის პროცესები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. საპროტესტო აქციების ფონზე, არ არის გამორიცხული, „ოცნებამ“ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ „მედიაცენტრ მთავარში“ კანონპროექტის ის ვარიანტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანო, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ისევ მიუბრუნდეს.

პარლამენტის წინ აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების შეცვლას და პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.  

მსგავსი თემები