,,რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მარცვლეულისთვის დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შეუწობს ხელს.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები