პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნომერ პირველ საკითხად განხილული იქნება პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“.

საკითხი ბიუროს დღის წესრიგში პირველ საკითხად არის ჩანიშნული. 

​როგორც “მთავარს” პარლამენტში განუცხადეს, დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარდგენილნი არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია სერგი კაპანაძის კანდიდატურა, ხოლო წევრებად: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან“ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია ადა მარშანია. ფრაქციას ადა მარშანიას კანდიდატურა, ასევე წარდგენილი ჰყავს კომისიის თავმჯდომარედ.

დროებით საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია აგრეთვე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები