“სააპელაციო სარჩელი, უკიდურეს შემთხვევაში – გირაო – პეტრე ყუფარაძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

“ვაპირებთ, პეტრე ყუფარაძის მიმართ, სარჩელი შევიტანოთ სააპელაციო სასამართლოში. ვთვლით, რომ უკანონოა პატიმრობა, მე სასამართლოშიც ვთქვი, რომ მას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს,”- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე აყენებს ალტერნატიულ საკითხს, გირაოს სახით, რათა უდანაშაულო ადამიანი რამდენიმე თვე ციხეში არ იჯდეს:

“პეტრე ყუფარაძის მიმართ, სარჩელს შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში. ვთვლით, რომ უკანონოა პატიმრობა, მე დაყენებული მაქვს საკითხი და სასამართლოშიც ვთქვი, რომ მას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს, იმიტომ რომ დანაშაულში მონაწილეობა არა აქვს, მაგრამ იქვე ვაყენებ ალტერნატულლ საკითხს, – იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, შეუფარდონ გირაო, 2000 ლარის ოდენობით. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მე დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით და არა 99 პროცენტით, რომ თუ ასე არ მოიქცევა სასამართლო და გამოძიება, პეტრეს მიმართ აუცილებლად, საბოლოო ჯამში, დადგება გამამართლებელი განაჩენი, ოღონდ, თუ არ შეცვლიან აღმკვეთ ღონისძიებას, სავალალო ის იქნება, რომ უდანაშაულო კაცი, რამდენიმე თვე, სასამართლომდე (და ეს ალბათ, გასტანს 7-8 თვე), უნდა იჯდეს ციხეში. როცა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პეტრე ყუფარაძე უნდა დარჩეს ციხეში, არავიტარი არგუმენტი არ მოუტანია, რის გამო უნდა იყოს პატიმარი. მან სიტყვასიტყვით გაიმეორა პროკურორის შუამდგომლობაში აღნიშნული, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას, მიიმალება, გაანადგურებს მასალებს, ეს არის ტრაფარეტული მიდგომა. ადვოკატაც კი არა აქვს იმ ძირითად მასალებთან წვდომა, სხვამ როგორ უნდა გაანადგუროს?!” – აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პეტრე ყუფარაძე წარსულში ნასამართლევი, უფლებადამცველი აცხადებს, რომ დიახ, მან წარსულში სასჯელი მოიხადა:

“ნასამართლევია, მაგრამ მოქმედი ნასამართლეობა არ არის. საბოლოო ჯამში 118-ე მუხლით გაასამართლეს, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს” – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები