ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ორ კედელს შორის ჩავადნილი კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მურმან ლებანიძის ქუჩაზე ორ კედელს შორის ჩავადნილი კატა, კედლის გამონგრევის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები