,,ნაცემია, თვალი ამოვარდნილი აქვს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს”- კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლელობა კახეთში – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ და მოკლა. გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები 34 წლის მერი ალადაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებს  მანქანაში შელაპარაკება მოუვიდათ. დაპირისპირებულების გაშველება კი მათთან ერთად მყოფმა დამ სცადა, რა დროსაც მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

,,ძმებმა სცემესო, ნაცემია, თვალი ამოვარდნილი აქვს. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს“ – ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

მსგავსი თემები