“სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა” – ბექა ფერაძე

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ბექა ფერაძე საზოგადოებას მოუწოდებს წინასაახალწლო დღეებში მაქსიმალურად დაიცვან წესები. 

“განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან,” – აცხადებს ბექა ფერაძე. 

მსგავსი თემები