,,ჩემი სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ კულტურის სამინისტროს ყადაღა დაადო და აკრძალული აქვს ვაკანსიების გამოცხადება”- ზვიად ზაალიშვილი „მედიაცენტრ მთავარში

მასობრივი სპორტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზვიად ზაალიშვილის განცხადებით, მისი სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შედეგად უწყებას სპორტის დეპარტამენტში ვაკანსიების გამოცხადება აეკრძალა.

,,წელიწად-ნახევარია ჩემი პროცესი მიმდინარეობს. პირველ ინსტანციაში სასამართლო დავა მოვიგე და ჩემი სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს და აკრძალული აქვს ვაკანსიების გამოცხადება სპორტის დეპარტამენტში. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სააპელაციო განხილვა”,- განაცხადა ზვიად ზაალიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლების მიმართ დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება აქვს და ვინც მას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

„მინისტრის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან თავისუფლდება, ჩვენ შესაბამისად სასამართლოს მივმართეთ. იმედი გვაქვს სასამართლო დავას მოვიგებთ. ჩემი გათავისუფლების მიზეზი ოფიციალურად არის ის, რომ კომისიას არ მოეწონა გამოცდის  შედეგები. თუმცა რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ მინისტრის და კომისიის დამსწრე რამდენიმე პირის მხრიდან ჩემდამი მოხდა დამცინავი დამოკიდებულება, რასაც გავეცი საკადრისი პასუხი…”ოროსანოო” და დამცინავი მუქარა იყო, რომ ვერ დავიწყებდი ვერსად მუშაობს,“, – განაცხადა ზვიად ზაალიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში”.

“სპორტი არ არის ვინმეს კუთვნილება” – სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები