შესთავაზა თუ არა ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი – რას აცხადებენ თეთრ სახლში

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, ჯო ბაიდენის სახელით მოსკოვსა და კიევს შესთავაზა სამშვიდობო გეგმა, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებდა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე კონტროლის სანაცვლოდ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილის, შონ დევითის განცხადებით, შვეიცარული გამოცემის ინფორმაცია არაზუსტია. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელის თქმით, ინფორმაცია, თითქოს უილიამ ბერნსი მოსკოვში ფარული ვიზიტით გაემგზავრა და თეთრი სახლის სახელით სამშვიდობო წინადადება წამოაყენა, “სრულიად მცდარია”.

მსგავსი თემები