10-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი დაიღუპა 31 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციაში, მაგნიტოგორსკში, ათსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით ბუნებრივი აირია. ადგილზე შექმნილია ოპერატიული შტაბი. მაშველებს მოსკოვიდან ელოდებიან, – ამის შესახებ Интерфакс -ი იტყობინება.

​როგორც ჟურნალისტებს ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კლიმოვმა განუცხადა, აფეთქება სახლის მეშვიდე სადარბაზოში მოხდა, სადაც 120 ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის 19 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 7 ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, სახლს სულ 12 სადარბაზო აქვს და შენობაში მთლიანად 500 ადამიანი ცხოვრობს.

“ადგილობრივი დროის, 13:00 საათის მდგომარეობით, სახლში 111 მუდმივი მობინადრეა  დარეგისტრირებული, 9 ქირით ცხოვრობს, – სულ 120 ადამიანი. ცნობილია 52 ადამიანის ბედი. 4 დაიღუპა, 16 ევაკუირებულია, მათ შორის 7 ბავშვია. საავადმყოფოში 4 ადამიანია გადაყვანილი. კიდევ 28 ადამიანი საგანგებო შტაბთან კავშირზე გამოვიდა”, – აცხადებენ ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნიის პრესსამსახურში.

ჩელიაბინსკის ოლქის საგანგებო ვითარების სამსახურის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შედეგად, ათსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მე-6 და მე-7 სადარბაზოებს შორის 48 ბინა დაზარალდა.

მსგავსი თემები