ბოლივიაში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლივიაში წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ეძებენ დაკარგულებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერმა წვიმებმა მდინარის ადიდება გამოიწვია.

სტიქიის შედეგად, 100-მდე სახლი დაინგრა, დაზარალებულია 250-ზე მეტი ოჯახი. ადგილობრივმა მერმა ტერიტორია სტიქიის ზონად გამოაცხადა.

მსგავსი თემები