,,პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება”- ნეთანიაჰუ

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი ეხება არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

მსგავსი თემები