უკრაინა საკუთარ წარმომადგენლებს ურჩევს, შეხვედრაზე არაფერი ჭამონ და არაფერს შეეხონ

მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, რო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისას უკრაინული დელეგაციის წევრები მოწამლეს, უკრაინის საგარეო მინისტრი მიმართვას ავრცელებს.

როგორც დმიტრო კულება აცხადებს, დელეგაციის წევრებმა, შეხვედრის დროს კვებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ყველას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკების მონაწილეა, ვურჩევ არაფერი დალიონ ან ჭამონ შეხვედრის დროს. ასევე, სასურველია, თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას. ეს არის მთავარი, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება“ – აცხადებს კულება.

გავრცელებული ინფპრმაციით, უკრაინის დელეგაციის 2 წევრი მოიწამლა და ასევე მოწამვლის ნიშნები ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ოლიგარქ აბრამოვიჩს, რომელიც პუტინის პოლიტიკას არ ემხრობა და ომის შეწყვეტის საკითხებში აქტიურად არის ჩართული.

თურქეთში, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი რომან აბრამოვიჩიც იმყოფება, რომელიც მსოფლიოს დაწესებულმა სანქციებმა სერიოზულად დააზარალა.

მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

მსგავსი თემები