ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევა შესრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია  ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა- ლოცვა ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მალე დაიწყება და ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს კი მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, წყალს წელიწადში რამდენჯერმე აკურთხებენ. მათგან, უშუალოდ ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, აღესრულება „დიდი აიაზმის“ წესი.

მღვდლის მიერ საიდუმლოაღსრულებითი ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, ლიტონ წყალს ენიჭება „მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა“ და შეიქმნება „წყაროდ უხრწნელებისად, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდუათაგან გამომხსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა მომსურელ, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ, ანგელოზთა ძალითა სავსე“, ხოლო ვინც რწმენით მიიღებს მას „ექმნეს განმწმედელ სულთა და ხორცთა, საკურნებელ ვნებათა, წმინდა მყოფელ სახლთა და ყოვლისა სარგებელისა მიმართ მარჯჱ“.

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. 

მსგავსი თემები