გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით ფრენები დაუშვეს

18-თვიანი აკრძალვის შემდეგ სამ საჰაერო სივრცეში: გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით კომერციული ფრენები დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელ ირაკლი კაპანაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე ფრენებისთვის გვაქვს 3 გამოყოფილი სივრცე: გუდაური, ბაკურიანი და ანანური. ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ კიდევ 10-11 ადგილზე ნებართვის მიღებაზე. ეს უკვე იქნება მთავრობის დადგენილების საფუძველზე. ამ ეტაპზე 60-70 ადამიანამდეა, რომლებსაც ფრენის კვალიფიკაცია აქვს მოპოვებული. ზოგს საგამოცდო საფუძველზე, ზოგს აღიარების (უცხოელებს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აქვთ მსგავსი ნებართვა). ამის გარდა, საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც კომერციული ფრენის პილოტის ნებართვის მოპოვების პროცესშია”, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

მსგავსი თემები