,,უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა”- ბაიდენი

უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენი ფიქრობს, რომ კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას.

„ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები