,,გვჯერა ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე” – ზელენსკი

,,გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

,,ჩვენ გავუძელით ომის დასაწყისს, ჩვენ გავუძელით თავდასხმებს, დაშინებებს, ბირთვულ შანტაჟს, ტერორს, სარაკეტო დარტყმებს. ჩვენ გავუძლებთ ზამთარსაც. რადგან ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ეკლების გავლით წინ მივდივართ ვარსკვლავებისკენ, ცოდნით თუ რა გველის გზის ბოლოს. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები