,,გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი  საქართველოს მოქალაქეა, ვმუშაობთ  ინფორმაციის დაზუსტებაზე”- საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.

“პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.

 

მსგავსი თემები