რუსთავში დედას და შვილებს ავტომანქანა დაეჯახა

ქალი და 2 მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რუსთავიდან თბილისში გადმოიყვანეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. დედას დაჟეჟილობები აღენიშნება და ფეხი აქვს მოტეხილი.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები