,,რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს”- ზელენსკი

რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ვინც დაიწყო ეს ომი, ყველაზე დიდი ფასიც მან უნდა გადაიხადოს“.

„უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები