„უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა“ – პატრიარქი

„უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი“ – ამონარიდი პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან.

პატრიარქი ყველას თავმდაბლობისკენ და მადლიერებისკენ მოუწოდებს და ბრძანებს, რომ ეს არ იკარგება.

„უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა.  კაცობრიობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით.  თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მარკო სამყაროსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან.

დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვროს შობის საიდუმლოს გაცნობიერება. უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი. გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხონებელი გზით მივყავართ. ამიტომ, მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება. ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა. ღმერთს განშორებული სული კი კვდება. ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

მსგავსი თემები